გაკვეთილის თემა | რ. ინანიშვილის „უკუღმა დაჭედილი“ |
სწავლების საფეხური და მოსწავლეთა პროფილი | Vკლასი. 5 მოსწავლე. კლასში არის ერთი ინკლუზიური სწავლების მოსწავლე |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა | მოსწავლე შეძლებს ნაწარმოების მიხედვით ადამიანთა უარყოფითი და დადებითი თვისებების ამოცნობას. დაგმობს ტექსტში მოცემული „საშაროდ განწყობილი კაცის“ თვისებებს, ქურდბაცაცობის შემთხვევებს და დააფასებს „სიტყვის კაცს“. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | 1)ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება. 2)საპრეზენტაციო უნარების განვითარება 3)ფანტაზიის განვითარება 4)აღწერის ტიპის ტექსტის შექმნის უნარჩვევების გამომუშავება. ა)ქ. V.1.1 მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს. (ისმენს ტექსტს და მოსმენილი ტექსტის გასააზრებლად ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად სვამს კითხვებს). გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში გადმოცემულ ფაქტების მიმართ, წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს. (მიუთითებს მის როგორც დადებით ისე უარყოფით თვისებებზე) ბ)V. 1.2მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს. |
წინასწარი ცოდნა | 1)მოსწავლეს უნდა შეეძლოს გამართული, სწორი, სწრაფი კითხვა 2)ესმოდეს სიტყვის გადატანითი მნიშვნელობა 3)ხატოვნად შეეძლოს აზრის გადმოცემა. |
საჭირო რესურსები | რ. ინანიშვილის მოთხრობა „უკუღმა დაჭედილი“ ილუსტრაციებით, ფერადი ფანქრები და სახატავი ფურცლები. |
შეფასების ფორმა | განმავითარებელი. |
გაკვეთილის მსვლელობა | 1)კითხვების დასმით ვამოწმებ საშინაო დავალების შესრულებას. 2)კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. 3)წავუკითხავ რ. ინანიშვილის მოთხრობის წინმსწრებ მაპროვოცირებელ კითხვას და ვსთხოვ ჯგუფებში შეაჯერონ ვარაუდები და წარმოადგინონ(15წთ). 4)კლასს ვაცნობ ტექსტს „უკუღმა დაჭედილი“, მოთხრობა წინასწარ მაქვს დაყოფილი, თითოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს გამოვათქმევინებ ვარაუდს იმის შესახებ, როგორ განვითარდება მოქმედება მათი აზრით. ბავშვი რომელიც ვერ ლაპარაკობს ვაძლევ ფურცელს და ფანქარს და ხატავს რისი თქმაც სურს(20წთ) 5)ვთხოვ მოსწავლეებს: იპოვონ ის ადგილები ტექსტში, რომელშიც ავტორი მოთხრობის გმირების გარეგნობას აღწერს. 6)მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ადგილებს. 7)ტექსტზე დაკვირვებისა და ავტორის ოსტატობაზე მოსწავლეთა ყურადღების მიქცევის მიზნით ვსვამ კითხვებს:1. ჯერ რას აღწერს ავტორი, მერე რაზე გადადის, რას შეადარა „წიწაკებიანი“ ბიჭები...? 2.როგორ წარმოგიდგენიათ „საშაროდ გალაჯული“ ბიჭი? (მიბაძეთ მის მოძრაობას), როგორ გესმით „წარბებქვეშიდან გამოხედვა“...? ინკლუზიური სწავლების ბავშვი ამ დროის განმავლობაში ფერადი ფანქრით ხატავდა ფურცლებზე ილუსტრაციას, რაც მოცემული იყო ტექსტში „გალაჯული ბიჭის“ შესახებ, ახლა უკვე სხვა ბავშვებთან ერთად ჟესტ – მიმიკით და სურათით გამოხატავს იმას, რაც დაინახა ტექსტში.ბავშვებიც სასწრაფოდ აკეთებენ ნახატს და ადარებენ ინკლუზიური სწავლების ბავშვის მიერ წარმოდგენილ სურათს. პირველად ვაფასებ ამ ბავშვს და შემდეგ დანარჩენებს თავისი აქტიურობის მიხედვით. ვაძლევ დავალებას – შეეცადონ მოკლედ აღწერონ თავიანთი თანატოლი, ნაცნობი ან ფანტაზიით წარმოდგენილი პიროვნება.(10წთ) |
вторник, 20 декабря 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий