пятница, 16 декабря 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


  
  
 
გაკვეთილის თემაბუნების სურათის აღწერა:
ალაზნის ველი მთვარიან ღამეში(ი.ჭავჭავაძის პოემიდან ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან")
 პედაგოგის სახელი და გვარი ქართული – ქეთინო მურცხვალაძე
ი.ს.ტ.– არსენა უგრეხელიძე
 სწავლების საფეხური, დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება VII კლასი, საბაზო საფეხური, ქართული ლიტერატურა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
 მოსწავლეთა პროფილიჩვეულებრივი კლასი
2 მოსწავლე. სწავლის საშუალო დონე 
 აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
  1. საგნის საქმიანი და მხატვრული აღწერის რაობის ცოდნის განმტკიცება.
  2. მხატვრული აღწერის, კერძოდ ბუნების აღწერის უნარჩვევების განვითარება.
  3. მოსწავლეთა მეტყველების განვითარება, ბუნების სილამაზით ტკბობის გრძნობის გაღვივება.
  4. ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება.
  5. აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარის განვითარება.
         მისაღწევი შედეგები
  1. მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების უნარჩვევების განვითარება.
  2. აზრის ზეპირად და წერილობით გადმოცემის ჩვევის გამომუშავება,მხატვრული გემოვნების დახვეწა.
  3. ი.ს.ტ. საშუალებით ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებისა და გამოყენების უნარის გამომუშავება.


 წინასწარი ცოდნა
  1. საგნის საქმიანი აღწერა.
  2. მხატვრული ხერხის პეიზაჟის ცოდნა.
  3. ეპითეტის ცოდნა.
  4. მეტყველების ნაწილის, ზედსართავის ცოდნა.
  5. პოემის ნაწყვეტის ,,ალაზნის ველი მთვარიან ღამეში" ცოდნა.
  6. გაპიროვების ცოდნა.
 შეფასების საგანი და პროცედურებიდაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე. მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე. 
 გაკვეთილის მსვლელობა
  1. ვუსმენთ ლექსს ,,ალაზნის ველი მთვარიან ღამეში".
  2. ვიწვევ რომელიმე მოსწავლეს წაიკითხოს ვაჟა–ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" მხატვრულად ,,ხევიღრმაიყო ... ვიდრე ჩუმდებოდა"
  3. ტექსტში ბაცშვები ეძებენ და იპოვიან მხატვრულ ხერხებს, მეტაფოსს, ეპითეტს, გაპიროვებას. ადგილებს რომლებიც საჭიროა ბუნების პეიზაჟის აღსაწერად. 15 წთ.
  4. მოსწავლე კითხულობს სტრიქონს, სადაც მითითებულია ,რომ მთვარიანი ღამეა.
  5. მთვარიან ღამეში ბავშვები ეძებენ მთვარეს, ცას, ვარსკვლავებს, ალაზანს.
  6. მივუთითებ, რომ ესენი ბუნების ნაწილებია.
  7. მოსწავლეები გამოთქვამენ თვალსაზრის, რომ ბუნება თანაუგრძნობს ადამიანს და ბუნება და ადამიანი ურთიერთკავშირშია.
  8. ტექსტში მოსწავლეებთან ერთად იძებნება ზმნები, რომლებითაც ღამეული ხმებია გადმოცემული.
  9. ვკითხულობ ტექსტის გარკვეულ სტრიქონს, სადაც ხმოვნები მუსიკალობას გადმოცემენ.
  10. ვისმენთ მთვარიანი ღამის მუსიკას.
  11. დგება ტაბულა ,,ბუნების აღწერის სიტყვიერი საშუალებანი" ი ჭავჭავაძის პოემიდან.
  12. მოსწავლეები გამოკვეთენ : ბუნების სურათის აღსაწერად საჭიროა: ა) განწყობა; ბ) სილამაზის დანახვის უნარი; გ) ბუნების სიყვარული; დ) ფანტაზია; ე) სიტყვიერი მასალა; 20 წთ.
  13. ვკითხულობ უცნობ ტექსტს: ,,ალგეთის ზეგანზე ... ვიდრე საგალობელს მღეროდა", მოცემულ მოსწავლეები აანალიზებენ სიტყვებს და გამოთქმებს, განსაკუთრებული ყურადღება მხატვრულ სახეებს ექცევა. 10 წთ. 
 შეფასებამოსწავლეთა შეფასება ხდება შემდეგი რუბრიკით:
  1. განვლილი მასალის ცოდნა 1–3 ქ
  2. გააზრებული კითხვის უნარი 1–3 ქ
  3. პრეზენტაცია  1–4 ქ. 



Комментариев нет:

Отправить комментарий