вторник, 20 декабря 2011 г.

შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
0 – 1
2–3–4
5–6–7
8–9–10
აზრის ჩამოყალიბება და თანმიმდევრულად გადმოცემა
ვერ აყალიბებს აზრს სწორად
ვერ აყალიბებს აზრს თანმიმდევრულად და ვერ მოიყვანა არგუმენტები
ჩამოაყალიბა აზრი სწორად, მაგრამ ვერ გადმოსცა თანმიმდევრობით.
აზრი ამომწურავად ჩამოაყალიბა, მოიყვანა ფაქტები და არგუმენტები.
კითხვის სწორად დასმა და განმარტებები.
არ იცის კითხვის დასმის მეთოდი.
ვერ სვამს კითხვას სწორად.
სვამს კითხვას, მაგრამ ვერ აკონკრეტებს კითხვას.
კითხვას სწორად სვამს და თან აკონკრეტებს.
ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა.
ვერ ახერხებს ჯგუფთან მუშაობას.
მუშაობს დამოუკიდებლად, მაგრამ არ იზიარებს ჯგუფის შეხედულებებს.
მონაწილეობს ჯგუფთან ერთად მუშაობაში, მაგრამ არ არის აქტიური.
ყოველთვის აქტიურია ჯგუფთან მუშაობისას, ეხმარება თანატოლებს. განსაკუთრებით ინკლუზიურ ბავშვს.
მხატვრული და სწრაფი კითხვის ჩამოყალიბება.
ვერ კითხულობს სწორად
კითხულობს, მაგრამ ძალიან ნელა.
სწრაფი კითხვა არ უჭირს, მაგრამ ცუდად მეტყველებს.
ნებისმიერ ტექსტ კითხულობს სწრაფად და მხატვრულად, გაკვეთილს გადმოსცემს სასიამოვნოდ.
ვიზუალური მასალების გამოყენება
ვერ იყენებს დაფას და ცარცს.
არ იაზრებს მასალის ირგვლივ არსებულ ფოტოსურათებს.
ხატავს ტექსტში გადმოცემულ მასალას და წერს დამოუკიდებლად მის აზრს.
იყენებს ფოტოებს ,სურათებს, ი.ს.ტ. დაფას.

პროექტი


1.     პროექტის სახელწოდება:   რევაზ ინანიშვილი

2.     პროექტის მთავარი იდეა:   მწერლის ბიოგრაფიის  და შემოქმედების    შესწავლა.

3.     პროექტის აქტუალობა:   მწერლის ნაწარმოებები კარგად შეესატყვისება რეალობას და საჭიროა მათი შესწავლა.

4.     პროექტის მიზნები:   მოსწავლეები შეისწავლიან რევაზ ინანიშვილს, როგორც დიდ ქართველ მწერალს, გაეცნობიან მის ნაწარმოებებს.

5.     მონაწილეთა ასაკი: მე–5 კლასი – 10 წელი.

6.     ვადები/ხანგრძლივობა:   10 დღე.

7.     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  გაკეთდება პრეზენტაცია, რომელშიც მოთავსებული იქნება რევაზ ინანიშვილის ავტობიოგრაფია, შეგროვდება უამრავი სურათი მწერლის და მისი ნაწარმოებების შესახებ.

8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მწერლის ნაწარმოებთა კრებული, კომპიუტერი, სურათები.

9.     პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):   I ჯგუფი ეძებს ინფორმაციას მწერლის ბიოგრაფიის შესახებ.  II ჯგუფიეძებს  ინფორმაციას მწერლის ნაწარმოებების შესახებ.

ორივე ჯგუფი ერთობლივად მოიძებნის სურათებს.

10.   საგნებთან კავშირი:   ეროვნული სასწავლო გეგმა, ქართული ენა, დიდი ქართველი მწერლები, ი.ს.ტ.

11.   პროექტის ხელმძღვანელი: ქეთინო მურცხვალაძე

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის თემა

რ. ინანიშვილის „უკუღმა დაჭედილი“
სწავლების საფეხური და მოსწავლეთა პროფილი
Vკლასი. 5 მოსწავლე. კლასში არის ერთი ინკლუზიური სწავლების მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ნაწარმოების მიხედვით ადამიანთა უარყოფითი და დადებითი თვისებების ამოცნობას. დაგმობს ტექსტში მოცემული „საშაროდ განწყობილი კაცის“ თვისებებს, ქურდბაცაცობის შემთხვევებს და დააფასებს „სიტყვის კაცს“.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1)ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება.
2)საპრეზენტაციო უნარების განვითარება
3)ფანტაზიის განვითარება
4)აღწერის ტიპის ტექსტის შექმნის უნარჩვევების გამომუშავება.
     ა)ქ. V.1.1 მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს. (ისმენს ტექსტს და მოსმენილი ტექსტის გასააზრებლად ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად სვამს კითხვებს). გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში გადმოცემულ ფაქტების მიმართ, წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს. (მიუთითებს მის როგორც დადებით ისე უარყოფით თვისებებზე)
      ბ)V. 1.2მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
წინასწარი ცოდნა
1)მოსწავლეს უნდა შეეძლოს გამართული, სწორი, სწრაფი კითხვა
2)ესმოდეს სიტყვის გადატანითი მნიშვნელობა
3)ხატოვნად შეეძლოს აზრის გადმოცემა.
საჭირო რესურსები
რ. ინანიშვილის მოთხრობა „უკუღმა დაჭედილი“ ილუსტრაციებით, ფერადი ფანქრები და სახატავი ფურცლები.
შეფასების ფორმა
განმავითარებელი.
გაკვეთილის მსვლელობა
1)კითხვების დასმით ვამოწმებ საშინაო დავალების შესრულებას.
2)კლასს ვყოფ ორ ჯგუფად.
3)წავუკითხავ რ. ინანიშვილის მოთხრობის წინმსწრებ მაპროვოცირებელ კითხვას და ვსთხოვ ჯგუფებში შეაჯერონ ვარაუდები და წარმოადგინონ(15წთ).
4)კლასს ვაცნობ ტექსტს „უკუღმა დაჭედილი“, მოთხრობა წინასწარ მაქვს დაყოფილი, თითოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს გამოვათქმევინებ ვარაუდს იმის შესახებ, როგორ განვითარდება მოქმედება მათი აზრით. ბავშვი რომელიც ვერ ლაპარაკობს ვაძლევ ფურცელს და ფანქარს და ხატავს რისი თქმაც სურს(20წთ)
5)ვთხოვ მოსწავლეებს: იპოვონ ის ადგილები ტექსტში, რომელშიც ავტორი მოთხრობის გმირების გარეგნობას აღწერს.
6)მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ადგილებს.
7)ტექსტზე დაკვირვებისა და ავტორის ოსტატობაზე მოსწავლეთა ყურადღების მიქცევის მიზნით ვსვამ კითხვებს:1. ჯერ რას აღწერს ავტორი, მერე რაზე გადადის, რას შეადარა „წიწაკებიანი“ ბიჭები...?
2.როგორ წარმოგიდგენიათ „საშაროდ  გალაჯული“ ბიჭი? (მიბაძეთ მის მოძრაობას), როგორ გესმით  „წარბებქვეშიდან გამოხედვა“...?
ინკლუზიური სწავლების ბავშვი ამ დროის განმავლობაში ფერადი ფანქრით ხატავდა ფურცლებზე ილუსტრაციას, რაც მოცემული იყო ტექსტში „გალაჯული ბიჭის“ შესახებ, ახლა უკვე სხვა ბავშვებთან ერთად ჟესტ – მიმიკით და სურათით გამოხატავს იმას, რაც დაინახა ტექსტში.ბავშვებიც სასწრაფოდ აკეთებენ ნახატს და ადარებენ ინკლუზიური სწავლების ბავშვის მიერ წარმოდგენილ სურათს.
პირველად ვაფასებ ამ ბავშვს და შემდეგ დანარჩენებს თავისი აქტიურობის მიხედვით.
ვაძლევ დავალებას – შეეცადონ მოკლედ აღწერონ თავიანთი თანატოლი, ნაცნობი ან ფანტაზიით წარმოდგენილი პიროვნება.(10წთ)

пятница, 16 декабря 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


  
  
 
გაკვეთილის თემაბუნების სურათის აღწერა:
ალაზნის ველი მთვარიან ღამეში(ი.ჭავჭავაძის პოემიდან ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან")
 პედაგოგის სახელი და გვარი ქართული – ქეთინო მურცხვალაძე
ი.ს.ტ.– არსენა უგრეხელიძე
 სწავლების საფეხური, დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება VII კლასი, საბაზო საფეხური, ქართული ლიტერატურა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
 მოსწავლეთა პროფილიჩვეულებრივი კლასი
2 მოსწავლე. სწავლის საშუალო დონე 
 აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
  1. საგნის საქმიანი და მხატვრული აღწერის რაობის ცოდნის განმტკიცება.
  2. მხატვრული აღწერის, კერძოდ ბუნების აღწერის უნარჩვევების განვითარება.
  3. მოსწავლეთა მეტყველების განვითარება, ბუნების სილამაზით ტკბობის გრძნობის გაღვივება.
  4. ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება.
  5. აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარის განვითარება.
         მისაღწევი შედეგები
  1. მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების უნარჩვევების განვითარება.
  2. აზრის ზეპირად და წერილობით გადმოცემის ჩვევის გამომუშავება,მხატვრული გემოვნების დახვეწა.
  3. ი.ს.ტ. საშუალებით ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებისა და გამოყენების უნარის გამომუშავება.


 წინასწარი ცოდნა
  1. საგნის საქმიანი აღწერა.
  2. მხატვრული ხერხის პეიზაჟის ცოდნა.
  3. ეპითეტის ცოდნა.
  4. მეტყველების ნაწილის, ზედსართავის ცოდნა.
  5. პოემის ნაწყვეტის ,,ალაზნის ველი მთვარიან ღამეში" ცოდნა.
  6. გაპიროვების ცოდნა.
 შეფასების საგანი და პროცედურებიდაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე. მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე. 
 გაკვეთილის მსვლელობა
  1. ვუსმენთ ლექსს ,,ალაზნის ველი მთვარიან ღამეში".
  2. ვიწვევ რომელიმე მოსწავლეს წაიკითხოს ვაჟა–ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" მხატვრულად ,,ხევიღრმაიყო ... ვიდრე ჩუმდებოდა"
  3. ტექსტში ბაცშვები ეძებენ და იპოვიან მხატვრულ ხერხებს, მეტაფოსს, ეპითეტს, გაპიროვებას. ადგილებს რომლებიც საჭიროა ბუნების პეიზაჟის აღსაწერად. 15 წთ.
  4. მოსწავლე კითხულობს სტრიქონს, სადაც მითითებულია ,რომ მთვარიანი ღამეა.
  5. მთვარიან ღამეში ბავშვები ეძებენ მთვარეს, ცას, ვარსკვლავებს, ალაზანს.
  6. მივუთითებ, რომ ესენი ბუნების ნაწილებია.
  7. მოსწავლეები გამოთქვამენ თვალსაზრის, რომ ბუნება თანაუგრძნობს ადამიანს და ბუნება და ადამიანი ურთიერთკავშირშია.
  8. ტექსტში მოსწავლეებთან ერთად იძებნება ზმნები, რომლებითაც ღამეული ხმებია გადმოცემული.
  9. ვკითხულობ ტექსტის გარკვეულ სტრიქონს, სადაც ხმოვნები მუსიკალობას გადმოცემენ.
  10. ვისმენთ მთვარიანი ღამის მუსიკას.
  11. დგება ტაბულა ,,ბუნების აღწერის სიტყვიერი საშუალებანი" ი ჭავჭავაძის პოემიდან.
  12. მოსწავლეები გამოკვეთენ : ბუნების სურათის აღსაწერად საჭიროა: ა) განწყობა; ბ) სილამაზის დანახვის უნარი; გ) ბუნების სიყვარული; დ) ფანტაზია; ე) სიტყვიერი მასალა; 20 წთ.
  13. ვკითხულობ უცნობ ტექსტს: ,,ალგეთის ზეგანზე ... ვიდრე საგალობელს მღეროდა", მოცემულ მოსწავლეები აანალიზებენ სიტყვებს და გამოთქმებს, განსაკუთრებული ყურადღება მხატვრულ სახეებს ექცევა. 10 წთ. 
 შეფასებამოსწავლეთა შეფასება ხდება შემდეგი რუბრიკით:
  1. განვლილი მასალის ცოდნა 1–3 ქ
  2. გააზრებული კითხვის უნარი 1–3 ქ
  3. პრეზენტაცია  1–4 ქ.